AI ასისტენტი

ჰკითხე შენს მონაცემებს ჩვეულებრივი ქართულით

Octopus-ის AI ოფისში პასუხობს კითხვებს გაყიდვებზე, მარაგზე, კლიენტებსა და აგენტებზე და ყოველდღე ამზადებს მთავარ დასკვნებს.

კითხვა ჩატში — პასუხი ციფრებით

დაწერე ქართულად, მაგალითად „რამდენი გავყიდეთ ამ კვირას?“ — AI მონაცემებს თავად იღებს და ცხრილით გპასუხობს.

AI ჩატი პასუხობს კითხვას გაყიდვებზე

პროდუქტს პოულობს შეცდომითაც

სახელი შეცდომით ან ლათინური ასოებით დაწერე — AI მიხვდება. თუ ზუსტად დარწმუნებული არ არის, ვარიანტებს გაჩვენებს და შენ ადასტურებ.

AI ჩატი პოულობს პროდუქტს შეცდომით დაწერილი სახელით

ყოველდღიური დასკვნები და PDF

AI ანალიზის გვერდზე ყოველდღე ახალი დასკვნებია: გაყიდვების ცვლილება, კლიენტები, აგენტები, უმოძრაო მარაგი და ვადაგადაცილებული დავალიანება. ერთი ღილაკით PDF-ად გადმოიწერება.

AI ანალიზის გვერდი ყოველდღიური დასკვნებით

მალე

  • AI ამზადებს მყიდველის შეკვეთას, ადამიანი კი აგზავნის
  • AI-ის რჩევები დისტრიბუტორს

ნახე შენს კატალოგზე

დემოს 30 წუთი სჭირდება. ფასი მოთხოვნით.

მოითხოვე დემო